Montag, 8. Juni 2015

პროექტი- გარემოს დაცვა

                                                  პროექტი
  1. პროექტის  სახელწოდება:  გარემოს  დაცვა
  2. პროექტის  მთავარი იდეა / თემა:  გარემოს  დაბინძურების  სახეები და მისი თავიდან აცილების მეთოდები
  3. პროექტის აქტუალობა: ისწავლონ  როგორ დაიცვან  გარემო  დაბინძურებისაგან.
  4. პროექტის  მიზანი:  ინფორმაციის მოძიება  უცხო ენაზე, ამ ინფორმაციის  შეგროვება  და  გაანალიზება. სიტყვების  კონტექსტუალურად  დადგენა  და მათი შესწავლა.  გარემოს  დაბინძურების  სახეებისა  და  მისი  პრევენციის მეთოდების შესწავლა. საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის დადგენა.
  5. მოსწავლეთა  ასაკი:  14 -16 წ
  6. ვადები/ ხანგრძლივობა:   4  კვირა
  7. მოსალოდნელი  შედეგები:  პრეზენტაცია,  კედლის გაზეთი
  8. პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი,  ინტერნეტი,  მოსწავლეების მიერ გადაღებული სურათები, ფორმატი, ისტ.
  9. პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):   ყველა ერთად მუშაობს ინფორმაციის მოძიებაზე, შემდეგ  მოსწავლეები იყოფიან  ორ ჯგუფად,                           I. ჯგუფი მუშაობს  პრეზენტაციაზე,
II. ჯგუფი მუშაობს  კედლის  გაზეთზე
10. საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი:  უცხო  ენა,  ბუნება, ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება.
  უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს
  • პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს
 უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., როგორი, ვინ, რა , რამდენი);


    უცხ.დ.III.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • აკვირდება და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილ შრიფტს/ და სხვა);
  • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავ აქტივობაში დასმული ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აფორმებს ნახატებს/ილუსტრაციებს წარწერებით;


     11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):   ნათელა  ღვალაძე
    12. ხელმძღვანელი ს  ელ. ფოსტა:  ngvaladse@gmail.com
    13.   პროექტის  ვებ - გვერდი / ბლოგი :http://ngvaladse.blogspot.com/