Dienstag, 30. Juni 2015
Mittwoch, 24. Juni 2015
Montag, 8. Juni 2015
პროექტი- გარემოს დაცვა
პროექტი
- პროექტის სახელწოდება: გარემოს დაცვა
- პროექტის მთავარი იდეა / თემა: გარემოს დაბინძურების სახეები და მისი თავიდან აცილების მეთოდები
- პროექტის აქტუალობა: ისწავლონ როგორ დაიცვან გარემო დაბინძურებისაგან.
- პროექტის მიზანი: ინფორმაციის მოძიება უცხო ენაზე, ამ ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება. სიტყვების კონტექსტუალურად დადგენა და მათი შესწავლა. გარემოს დაბინძურების სახეებისა და მისი პრევენციის მეთოდების შესწავლა. საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის დადგენა.
- მოსწავლეთა ასაკი: 14 -16 წ
- ვადები/ ხანგრძლივობა: 4 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები: პრეზენტაცია, კედლის გაზეთი
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, მოსწავლეების მიერ გადაღებული სურათები, ფორმატი, ისტ.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ყველა ერთად მუშაობს ინფორმაციის მოძიებაზე, შემდეგ მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად, I. ჯგუფი მუშაობს პრეზენტაციაზე,
II. ჯგუფი მუშაობს კედლის გაზეთზე
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხო ენა, ბუნება, ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება.
უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს
- პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., როგორი, ვინ, რა , რამდენი);
უცხ.დ.III.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.
- შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- აკვირდება და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილ შრიფტს/ და სხვა);
- მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავ აქტივობაში დასმული ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- აფორმებს ნახატებს/ილუსტრაციებს წარწერებით;
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნათელა ღვალაძე
12. ხელმძღვანელი ს ელ. ფოსტა: ngvaladse@gmail.com
13. პროექტის ვებ - გვერდი / ბლოგი :http://ngvaladse.blogspot.com/
Abonnieren
Posts (Atom)